CategoriesSeaSide

ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ბინები და აპარტამენტები ერთი და იგივეა. სინამდვილეში, ამ უძრავ ქონებას გააჩნია განსხვავებული იურიდიული სტატუსი და, შესაბამისად, თქვენი საკუთრების მთელი რიგი შეზღუდვა.

ბინებისგან განსხვავებით, აპატრამენტების ყიდვისას (ხშირად მათ ქართულად  “სასტუმროს ტიპის ნომრებს” უწოდებენ) თქვენ ვალდებული ხართ დადოთ იჯარის (ან მართვის) ხელშეკრულება დეველოპერთან, რომელშიც შეიძლება იყოს მოულოდნელი პუნქტები:

  • თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ აპარტამენტში წელიწადში შეზღუდული რაოდენობის დღე (მაგალითად, 60).
  • თქვენ არ გაქვთ ბინის გაქირავების უფლება დეველოპერის თანხმობის გარეშე. ან ეს შესაძლებელია მხოლოდ მისი მეშვეობით.
  • მიწა ეკუთვნის დეველოპერს და არ არის მობინადრეების საერთო საკუთრება.
  • და კიდევ ბევრი რამ.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაირკვეს, რა პირობებით იყიდება უძრავი ქონება?

  1. გაარკვიეთ დეველოპერთან, აქვს თუ არა მას ტურისტული კომპანიის სტატუსი;
  2. გაარკვიეთ, თუ რა იგულისხმება აპარტამენტებში – ბინები თუ სასტუმროს ნომრები;
  3. მოითხოვეთ იჯარის (ან მართის) ხელშეკრულების შაბლონი და ყურადღებით გაეცანით ყველა პუნქტს.

ჩვენს სახლში «SeaSide» იყიდება მხოლოდ ბინები, ხოლო უძრავი ქონების მართვის სერვისი პასიური შემოსავლის მისაღებად წარმოადგენს დამატებით მომსახურებას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სურვილისამებრ. ნასყიდობის ხელშეკრულება არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ჩვენს საიტზე. მოხარული ვიქნებით ვუპასუხოთ თქვენს ყველა შეკითხვას!